weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი ხელისუფლების პასუხი „რიონის ხეობის მცველების“ პირობებზე

14:58 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ 15 აპრილის შეხვედრაზე დაყენებული პირობების განსახილველად და პასუხის დასაბრუნებლად ხელისუფლებისთვის მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა, დღეს მას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დაუკავშირდა.

როგორც გოლეთიანი ამბობს, შალამბერიძემ მას უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად 15 აპრილის შეხვედრაზე განხილული საკითხების გავლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამოვიდა თვითიზოლაციიდან, რის შემდეგაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

„ამ ვითარების გამო ვერ მოახერხეს შეთანხმებულიყვნენ და შემდეგ გაეცნოთ ჩვენთვის პასუხი. გუბერნატორთან საუბრის შემდეგ დავუკავშირდი პრემიერის რწმუნებულს, ლერი ბარნაბიშვილს და ვუთხარი, რომ

თუ ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ, რომ ჩვენამდე მოვიდნენ ან თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს, ბუნებრივია, გააჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლებამ დრო შეგნებულად გაწელა, გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა პროტესტის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა“, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ პრემიერთან საკითხის დღესვე განიხილავენ და მათი პასუხი პარასკევს, 23 აპრილს არცერთ შემთხვევაში გადასცილდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით პარასკევს, თუმცა მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ დრო მათთვის არ მუშაობს და იქმნება ისეთი განწყობა, რომ ხელოვნურად ხდება ამ პროცესის გაწელვა. ჩვენ ველოდებით მათგან პირობების შერულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შევძლოთ ნამოხვანისკენ გადაადგილება, იქ პროტესტის გაგრძლება და შეწყდეს სამუშაოები ხეობაში. თუ ეს პირობები არ შესრულდება, ბუნებრივია, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. ეს მათ კარგად იციან. თუ პირობები არ შესრულდება, წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც ის ამბობს, თუ ხელისუფლება პირობებს შეასრულებს, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კონსტრუქციულ რეჟიმში ახსნის, რომ უნდა გაუქმდეს ნამახვანჰესზე გაფორმებული ხელშეკრულება და ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს ხეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]