weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა გადაიდო

15:00 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელების განხილვა, რომლითაც ისინი დეპუტატის მანდატების შეწყვეტაზე უარის კონსტიტუციურობის დადეგას ითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე არსებითად დღეს და ხვალ უნდა განეხილა.

განხილვის გონივრული ვადით გადადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას წარმომადგენელმა მოითხოვა, რომელმაც თქვა, რომ საქმეში გუშინ ჩაერთო და ჯერ ვერ შეძლო საქმის მასალების სრულად გაცნობა. მოსამართლე მერაბ ტურავამ განამრტა, რომ თამარ კორძაიას არსებითად განხილვის პროცესში მონაწილეობა მამის ავადმყოფობის გამო არ შეუძლია.

„ვინაიდან ეს არის პირველი შუამდგომლობა დაყენებული ქალბატონ თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდეს მაისის თვეში“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

განხილვის გადადების წინააღმდეგი იყო „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ურჩევნია ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად იყოს განხილული. შუამდგომლობას მხარს არ უჭერდა არც ელენე ხოშტარიას წარმომადგენელი.

ოპოზიციონერი დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის თარიღი ჯერ უცნობია.

2 თებერვალს, პარლამენტმა არ დააკმაყოფილა პარლამენტის 51 წევრის განცხადებები და უარი უთხრა მათ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]