weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გუდაურის საბაგიროს ავარიის გამო სამი წლის შემდეგ ორ პირს ბრალი წარუდგინეს

12:03 პარასკევი, 23 აპრილი 2021

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორ თანამშრომელს ბრალი წარედგინა გუდაურში სამი წლის წინ, 2018 წლის 16 მარტს მომხდარ შემთხვვასთან დაკავშირებით, როდესაც საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ, მათ შორის ერთი ორსული იყო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ გუდაურში, ე.წ. „საძელეს“ მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

პროკურატურამ დაკავებულებს კომპანიის თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს და სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სახელმწიფოს ეკუთვნის და სამთო-სათხილამურო კურორტების მართვა ევალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]