weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთის ელჩის განცხადებით, საქართველოში ერდოღანის ვიზიტი იგეგმება

15:06 პარასკევი, 23 აპრილი 2021

საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის შეთანხმებული.

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას და შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ შემდეგ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს“, – განაცხადა ელჩმა პირველ არხთან ინტერვიუში.

ფატმა ჯერენ იაზგანმა იმედი გამოთქვა, რომ თარიღი შეთანხმდება და პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე ჩამოვა საქართველოში, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]