weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

აბასთუმანში მკვლელობა მოხდა

18:29 პარასკევი, 23 აპრილი 2021

აბასთუმანში, მდინარე კურცხანას ხეობაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. დაჭრილმა საავადმყოფო უკვე დატოვა და პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცვლებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევა აბასთუმნის შემოვლით გზის სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარს მათთან კავშირი არ აქვს, თუმცა როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება „ჯეუ გრუპის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის მოხდა, კონფლიქტის მიზეზი კი სავარაუდოდ დაგვიანებული ხელფასი გახდა. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იუწყება, რომ თავდამსხმელი მოკლულის მამაკაცისგან მუშებისთვის სახელფასო თანხის მიცემას ითხოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]