weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაჩიანში 42 წლის მამაკაცი აწამეს

10:22 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ათზე მეტმა ადამიანმა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში 42 წლის მამაკაცი ჯერ სასტიკად ცემა, შემდეგ კი აწამეს. მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, მამაკაცი საკუთარ საქმეზე რუსთავში იყო წასული, სადაც მას დახვდნენ, დაიჭირეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს და იძალადეს. „ერთ–ერთ პირს თავისი ცოლის ტელეფონში ჩემი ნათესავის მობილურის ნომერი უნახავს. ეჭვიანობის ნიადაგზე შეიპყრეს, წაიყვანეს, ჯერ ცემეს და იძალადეს. ახლა უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაშია. ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა“, – ამბობს დაზარალებულის ნათესავი.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოძალადებმა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა პირველი მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს წამებას – პირისთის ისეთი პირობების შექმნას ან ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

ჯგუფურად ჩადენილი წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე.

პოლიციამ სამი ადამიანი უკვე დააკავა. გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]