weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე – გამყრელიძე

15:19 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

„დღეს ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების ნომერ პირველი ამოცანა მასობრვი ვაქცინაციაა. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის ამ პანდემიის დასრულება. სლოგანი „ვაქცინაცია გვაახლოებს“ ძალაინ კარგი სლოგანია იმ თვალსაზრისით, რომ გავითავისოთ ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით, თუ ყველა ვიქნებით აცრილები. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ აცრები მეტად გააქტიურდეს.

„სანამ ჩვენ არ ავცრით მილიონ შვიდასი ათას მოზრდილ ადამიანს, მშვიდად ვერ ვიქნებით კოვიდთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ისევე როგორც გლობალურად, უარესდება. გლობალურად, ახალ შემთხვევათა რიცხვი ბოლო 10 დღეში 800 000-ზე დაბალა დღეს ჩამოვიდა. სამწუხაროდ, გაზრდილია სიკვდილიანობის ტემპი. ამ მხრივ ძალიან დამაფიქრებელია ამ ორი დღის მონაცემები ჩვენთან, როდესაც ყოველდღიურად გვაქვს 18 გარდაცვალება ქვეყანაში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპი ავაჩქაროთ, დავაჩქაროთ ქვეყანაში.

ხშირად ვამბობ ამას – 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავის თანამოქალაქეებთან, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ამ ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 38 553 აცრა.

„აქედან „ასტრაზენეკათი“ – 21 910, „ფაიზერით“ – 13 756 პირველი დოზით და უკვე კარგია, რომ გვყავს 2887 „ფაიზერით“ ორჯერადი დოზით, ანუ სრულად აცრილი. მათ შორის, გუშინ (კვირა იყო და ოდნავ ვარდება ეს მაჩვენებელი) 963 ადამიანი აიცრა.

მე ხშირად ვამბობ, რომ ეს 1200, 1500 ან 900 აცრა, რაც ყოველდღიურად გვაქვს, ძალიან ცოტაა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე უნდა გავასსამმაგოთ. დარწმუნებული ვარ, რომ აღდგომის დღესასწაულების ჩათავების შემდეგ, მეტი აქტიურობა იქნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 26 აპრილს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 11 226 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 13 174 აქტიური მიმდინარე შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]