weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მამაკაცი დაჭრეს

23:38 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, დღეს, 26 აპრილს, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. სავარაუდოდ, დაჭრა გასული წლის ზაფხულში ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]