weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მესტიის სოფელ ჟაბეშთან მეწყერი ჩამოვიდა, გარესამყაროს 12 ოჯახია მოწყვეტილი

10:58 სამშაბათი, 27 აპრილი 2021
სოფელი ჟაბეში / არქივის ფოტო სოფელი ჟაბეში / არქივის ფოტო

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟაბეშთან დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოვიდა, რის გამოც გარესამყაროს 12 ოჯახია მოწყვეტილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „რეგინფოს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მიწის მასის მოწყვეტა წვიმებმა და თოვლის დნობამ გამოიწვია. მესტიის მერის თქმით, დღეს ადგილზე გეოლოგები ჩავლენ და მდგომარეობას შეაფასებენ. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, მიწის მასა კიდევ ჩამოდის.

„მეწყერი ჩამოსულია თეთნულდის მხრიდან. ამ ადგილზე ეს ადრეც მომხდარა, თუმცა ასეთი დიდი მასა არასდროს ყოფილა. დღეს, შუადღის შემდეგ გეოლოგები ჩამოვლენ, რომლებიც გაარკვევენ, რა საშიშროება გვემუქრება. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. საჭიროების შემთხვევაში, სოფელთან დასაკავშირებლად დროებითი ხიდი მოეწყობა“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მეწყერის ჩამოსვლამ სოფელ ჟაბეშში ღელის ადიდება გამოიწვია, რის გამოც წუხელ მაშველებმა ღელის ერთ მხარეს მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]