weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ფრენბურთის სპარტაკიადის გამარჯვებული ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი გახდა

13:08 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში, ფრენბურთის ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

ფინალამდე, 21 აპრილს ზონალური შეხვედრები გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც: ჭანდრის, ჩუმლაყის, არაშენდის და ვაჩნაძიანის გუნდები გახდნენ. ფინალში ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა. მეორე ადგილის მფლობელი სოფელ ჩუმლაყის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილზე ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა გავიდა.

ფრენბურთის ტურნირი გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ. ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, თამაში მაყურებლის გარეშე გაიმართა.

გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები და ბურთები მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრომა თამარ ფურცელაძემ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, სპორტის ხუთ სახეობაში – კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში იმართება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]