weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დავაფიქსირეთ, რომ შეურიგებელი ვიქნებით თითოეულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან – ანთაძე

23:49 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველ თემა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი იყო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ე.წ. ბორდერიზაციას არ შეეგუება.

„საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, რაც დღესდღეობით გაგვაჩნია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი ამ თითოეულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან, რაც ასევე პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან“, – თქვა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სუს-ის განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის.

ბოლო პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო „ბორდერიზაციის“ ფაქტები, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოძების დამონტაჟებასა და ხნულების გავლებაში გამოიხატა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან და ტახტისძირთან დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]