weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17:46 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

მაშველებმა მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის არ ამბობენ, იდენტიფიცირებულია თუ არა მამაკაცი.

10 აპრილიდან მდინარე რიონში 26 წლის ნიკოლოზ ანთიძეს ეძებენ. ის ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილე იყო და სოფელ ნამოხვანში პროტესტის დროს მდინარეში გადახტა. იქვე მყოფებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]