weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყვარელში სროლა იყო, გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

11:57 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ყვარლის ცენტრში გუშინ საღამოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. რეგინფოს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მიმავალი მანქანიდან ესროლეს, თუმცა მას ტყვია არ მოხვდა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი დაიჭრა და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორი არ ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, პოლიციამ უკვე დააკავა თუ არა ვინმე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]