weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა

13:56 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა მამა-შვილი დაჭრეს. პაპუნა და ბადრი ძანძავებს ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადმოტანას ედავებიან, ოჯახი კი სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაჭრილს ცეცხლნასროლი ჭრილობა ხერხემლოს არეში აქვს.

„მეორე პაციენტი შემოყვანილი იქნა დაახლოებით ორი საათის შემდეგ. მასაც აღენიშნებოდა ექსკორიაციები თავისა და სახის არეში და ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში“, – განცხადა ექიმმა „მთავარ არხთან“.

„აბრალებენ 15 ყუთი სიგარეტის გადატანას. 9 საათი არ იყო ჩემი დაჭრილი შვილი მინდორში იწვა და 11-ის რაღაც წუთებზე დაფიქსირდა სასწრაფო. იმის გამო, რომ შვილს არ გვაძლევდნენ, მამამისაც სცემეს, მასაც ესროლეს. ოჯახის ორი წევრი დაჭრეს. მეუღლე არის მონადირე, დადიოდა, ფანარი აანთო და ისე მოხდა გასროლა“, – განაცხადა დაჭრილის დედამ.

სამართალდამცველებმა მამა-შვილი საავადმყოფოში გამოკითხეს. როგორც მათმა ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაჭრილებმა თქვეს, რომ უკვე დაკავებულები იყვნენ, როდესაც პოლიციელებმა ესროლეს.

„მანამდე, არც რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა, ან სიტყვიერი გაფრთხილება არ იყო. ადამიანი უკვე დაკავებულია და მას ტყვია ესროლო, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ამაზე მიდის გამოძიება“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

გამომძიებლის განცხადებით, ძანძავებმა დაზიანებები სამართალდამცველებს მიაყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]