weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასაფლაოზე შესვლის შემთხვევაში 2000 ლარით დაჯარიმდებით

12:13 შაბათი, 01 მაისი 2021

პოლიცია მოქალაქეებს, რომლებიც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევენ, 2000 ლარით დააჯარიმებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილონ.

„2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, 4 მაისის შემდგომ დღეებში ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა შეეძლებათ.

 

ამ თემაზე: რა რეგულაციები იქნება აღდგომის კვირაში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]