weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.81%-ია

12:01 ორშაბათი, 03 მაისი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 7476 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 2 მაისს ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ, პირველ მაისს – 1147.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.81%-ია, ბოლო 14 დღის – 5.0%, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.6%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 68

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 38

კახეთი – 24

იმერეთი – 15

ქვემო ქართლი – 15

მცხეთა-მთიანეთი – 14

სამცხე-ჯავახეთი – 5

შიდა ქართლი – 4

გურია – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1200 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 14 513 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9609 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4114 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 801 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 151 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 790 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 312 954 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 294 252 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4163 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]