weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

გათამამდა ზოგიერთი აცრილი, აცრიდან ორი კვირა პრაქტიკულად დაცული არ ხარ – იმნაძე

11:27 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021 hits 675

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ორი კვირა, ადამიანი დაცული არ არის ინფიცირებისგან, ამიტომ უნდა გაფრთხილდეს.

„ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ, გვაქვს უკვე შემთხვევები, როდესაც პირველი აცრის მერე ადამიანები ავად გახდნენ. რა თქმა უნდა, ვიღაც იკუბაციურ პერიოდში იყო როდესაც აიცრა. სხვათა შორის, გათამამდა ზოგიერთი აცრილი და გონია, რომ... ეგრე არ არის, აცრის შემდეგ პირველი ორი კვირა პრაქტიკულად დაცული არ ხარ, აქედან გამომდინარე ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ავად ხდებიან, საბედნიეროდ, ამ ადამიანებმაც კი ძალიან მსუბუქად გადაიტანეს. რატომ? იმიტომ, რომ ის აცრა თავის საქმეს მაინც აკეთებს, ანუ ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, იმასაც კი უშველის, უფრო მსუბუქად წავა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ოფიციალური მონაცემებით, 15 მარტიდან 6 მაისამდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 51 600  აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]