weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

სხვა ქვეყნებს ვაკვირდებით, შეიძლება წამახალისებელ ღონისძიებებსაც მივმართოთ – ტიკარაძე

18:03 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021 hits 330

„ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში წამახალისებელი ღონისძიებების ეფექტურობას და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ, თუმცა, იქნება ეს 25 ლარი, ევრო თუ რაიმე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამასთან დაკავშირებით საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საუბრისას.

ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების ორგანიზებულად, რიგში დაყოვნების გარეშე აცრა.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა. თუ მომცემთ ნებას, ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ, თუ რა მიდგომები იქნება მედიასთან დაკავშირებით.

მედიას მივცემთ ფართო შესაძლელობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, იმისთვის, რომ არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, რიგში დაყოვნების კომპონენტში.

ამასთან დაკავშირებით, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, მოგმართავთ ოფიციალური წერილით, რის შედეგადაც მივიღებთ იმ დაზუსტებულ სიებს, რის მიხედვითაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, პოლიციელებისა და ჯარისკაცების აცრა უკვე დაწყებულია და წარმატებულად მიმდინარებს.

„ქვეყნის მთავარი პოლიციელი საჯაროდ აიცრა, რაც არის მესიჯი პოლიციელებისთვის, რომ მათთვისაც ვაქცინაციის კამპანია დაწყებულია და შესაბამისად, ისინი ჩართულები არიან ამ პროცესში. მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოყოფილია 4 ოთახი იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს პოლიციელების აცრა. რაც შეეხება ჯარის კომპონენტს, ჯართან მიმართებაში ეს პროცესი ცოტა უფრო ადრე დაიწყო და საკმაოდ წარმატებულად. გორის ჰოსპიტალი თვითონ უზრუნველყოფს ამ პროცესს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით იცრებიან. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ოფიციალური მონაცემებით, 15 მარტიდან 6 მაისამდე სულ 51 600 აცრა ჩატარდა. აქედან 7873 ადამიანი ორივე დოზით არის აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]