weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

თბილისში ახალნამშობიარები 34 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა, დაიღუპა ჩვილიც

16:50 პარასკევი, 07 მაისი 2021 hits 127

თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განაცხადებით, ქალმა მათ დაწესებულებას 19 აპრილს მიმართა და ის 30-ე კვირის ორსული იყო.

„მას დაუდგინდა ახალი კორონავირუსით ინფექცია, აქტიური სტატუსი ჰქონდა. ძირითადი პრობლემა, რის გამოც ის ჩვენთან მოვიდა, იყო სუნთქვის უკმარისობა. 22 აპრილს აღმოჩნდა, რომ ქალბატონს გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა მის მკურნალობაში. მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, იმიტომ, რომ ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოხდა ნაყოფის ინტუბაცია, ანუ ის გადავიდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა“, – განაცხადა ვაჩაძემ.

ჩვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ალექსი ვაჩაძის თქმით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

„საქმეში შემოვიდა დიალიზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჩაირთო. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ლეტალური ეფექტი“, – განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა. 

ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვეს. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს. 

7 მაისის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს სულ 4245 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID-19-ით სულ დაინფიცირდა 319 266 ადამიანი, მათგან 298 807 – გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]