weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„წითელი ჯვარი“ საქართველოს „სინოფარმის“ 100 000 დოზას გადმოსცემს

18:12 შაბათი, 08 მაისი 2021

ჰუმანიტარული ორგანიზაცი„წითელი ჯვარი“ საქართველოს ჩინური წარმოების ვაქცინის - „სინოფარმს“ 100 000 დოზა გადმოსცემს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„იგეგმება „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით, რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმს“ ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა, თუმცა ამ ვაქცინის გამოყენება საქართველოში 4 მაისს დაიწყო. ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

ამ დრომდე საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზაა შემოსული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, „სინოფარმის“ ეფექტიანობა საერთო ჯამში 78.1%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]