weather cur horoscope tv
ივნისი 23, 2021

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ

20:08 შაბათი, 08 მაისი 2021 hits 725

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ.

500 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის. ოჯახის წევრებში იგულისხმებიან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 264 ვეტერანია.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, დასრულდა. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.

1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან 700 000-მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა. 300 000-ზე მეტი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დამარცხებისთვის, ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]