weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

გურჯაანში 9 მაისი რეგულაციების დაცვით აღინიშნა

18:56 კვირა, 09 მაისი 2021

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76 წელი გავიდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა, სიმონ ქოჩორაშვილმა და ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

დიდების მემორიალზე, ტრადიციულად, წელსაც იყვნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებმაც პატივი მიაგეს თავიანთი სოფლებიდან დაღუპული გმირების მემორიალებს და ყვავილებით შეამკეს.

ამ დროისთვის, გურჯაანში ერთადერთი ვეტერანი ქალბატონია - 99 წლის მარიამ ბეჟაშვილი, რომელსაც მერია, ფულად თანხას გადასცემს. ვეტერანები, ასევე მიიღებენ მთავრობისგან დაწესებულ ერთჯერად დახმარებას - 1000 ლარს და პრეზიდენტის საჩუქარს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]