weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა

12:57 სამშაბათი, 11 მაისი 2021

ჩატარებული 28 532 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკია, რაც სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76%-ია, ბოლო 14 დღის – 6.07%, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.35%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1788 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 963, ხოლო რეგიონებში ასეტი მონაცემებია:

იმერეთი – 178

სამეგრელო-ზემო სვანეთი –131

აჭარა –127

კახეთი – 79

ქვემო ქართლი – 78

მცხეთა-მთიანეთი – 73

შიდა ქართლი – 72

გურია – 58

სამცხე-ჯავახეთი – 16

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 1251 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 16 215 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 11 144 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4296 ინფიცირებული მოთავსებულია საავადმყოფოში. მძიმეა 890 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან 201 ხელოვნური სუნთქვის პარატზე იმყოფება;
  • 775 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4336 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]