weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

სამცხე-ჯავახეთში ყინვის გამო პირუტყვი დაიხოცა, ხეხილი და ნათესები კი განადგურდა

14:56 სამშაბათი, 11 მაისი 2021 hits 364
კუკური მეტრეველის ფოტო კუკური მეტრეველის ფოტო

ძლიერმა ყინვამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა დააზარალა. ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ახალციხეში განადგურებულია ხეხილი და ნათესები, ხოლო ნინოწმინდაში შინაური ცხოველების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.

მაღალმთიან ადგილებში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცა. სოფელ ურაველში მცხოვრებმა, ალექსი გრიგალაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ განაცხადა, რომ ვაზის გადარჩენა ცეცხლის დანთებით შეძლო, ხეხილმა კი ყინვას ვერ გაუძლო და თითქმის სრულად გაუნადგურდა კაკლის, ბლის, ალუბლის, ვაშლის, ქლიავის ხეები და მოცხარის ბუჩქები.

ადიგენის სოფელ იმერთუბნის მკვიდრი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ მთელ სოფელში მოიყინა კაკლის ხეივანი, ყველანაირი ხილი, ვაზი, კარტოფილი, ლობიო და სხვა კულტურები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში თოვლისა და კინვის გამო 40 ცხვარი და ორი ძროხა დაიხოცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ხვალიდან 15 მაისამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 12 მაისს, დღის საათებში, დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი. 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35,ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსამდე დათბება. 15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]