weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისკენ, დღეში 4-დან 5000-მდე ადამიანი იცრება – ცერცვაძე

16:21 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყების პირველ კვირებში ძალიან ძლიერი იყო ანტივაქსერების გავლენა, რამაც აცრაზე ძალიან დაბალი მიმართვიანობა გამოიწვია.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ქვეყანაში ეფექტიანი ვაქცინაცია ბოლო ერთი კვირაა, რაც დაიწყო.

„საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისკენ და ბოლო დღეებში ოთხიდან ხუთი ათასამდე ადამიანი იცრება. რაც თავიდან, 20 დღის განმავლობაში აიცრა, ახლა დღეში იცრება იმდენი. ეს კარგია და მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან.

ჩვენი გაანგარიშებით, ოპტიმალური მაჩვენებელი დღეში ექვსი-შვიდი ათასი ვაქცინაა. მარტივი გამოთვლით, დღეში ექვს-შვიდ ათას ვაქცინაციას თუ გავაკეთებთ, წლის ბოლოს აცრილი გვეყოლება მოსახლეობის 65%. ეს არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რომლითაც შესაძლებელია პანდემიის შეჩერება, დამარცხება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, დღეს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 2,5%-ია აცრილი: „დაახლოებით 70 ათასი კაცი გვყავს აცრილი და ეს ძალიან ცოტაა. ბოლო ერთი კვირა გვაძლევს იმედს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1409 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 27

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]