weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსეთში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება იწყება

11:11 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

რუსული ფარმაცევტული კომპანია R-Pharm-ი შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ლიცენზიით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას ივნისში გამოუშვებს. ამის შესაახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ავრცელებს.

რუსეთში ვაქცინას სახელწოდებით „რ-კოვი“ აწარმოებენ და ის მხოლოდ საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.

„საუბარია თვეში რამდენიმე ასობით ათასი დოზის წარმოებაზე. ვაქცინის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნები ავლენენ“, – განაცხადა რუსული ფარმაცევტული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილი იგნატიევმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია სამხრეთ კორეასა და ინდოეთში დამზადებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს აქვთ მიღებული.

მარტში, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა ვაქცინირებულ პაციენტებში თრომბოზის განვითარების გამო. მისი გამოყენება მალევე განახლდა - მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ თრომბების წარმოქმნასა და ვაქცინაციას შორის შესაძლოა იყოს კავშირი, თუმცა ეს უკიდურესაც იშვიათი გვერდითი ეფექტია და ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]