weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

11:42 სამშაბათი, 18 მაისი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსზე ჩატარებული 29 685 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1490 ინფიცირებული, ხოლო 30 – გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.26%-ია, ბოლო 14 დღის – 4.85%, ბოლო 7 დღის კი – 3.72%.

კორონავირუსის 1562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 893, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 136

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 123

აჭარა – 102

ქვემო ქართლი – 98

კახეთი – 75

შიდა ქართლი – 52

მცხეთა-მთიანეთი – 35

გურია – 31

სამცხე-ჯავახეთი – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 567 აქტიური მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 562 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4343 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 917 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 212 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 332 441ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 312 349 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4499 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]