weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე - თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

17:20 პარასკევი, 21 მაისი 2021

რას აზღვევ, როცა ავტომობილს აზღვევ? ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა, როგორც თიბისი დაზღვევის მომხმარებლების კვლევიდან გამოიკვეთა, არცთუ ისე მარტივია.

სწორედ ამიტომ, ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზარზე 3-წლიანი პირველობისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე ეთარგმნა და ამ გზით უკვე დაზღვეული და სამომავლოდ დასაზღვევი ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაემარტივებინა.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი დაზღვევამ თავისი სადაზღვევო კონტრაქტი გაამარტივა, წინადადებები მოარგო ქართული ენისათვის ავთენტურ წყობას. ავტოდაზღვევის კონტრაქტისთვის შეიქმნა ყველაზე გასაგები ფონტი, რომელიც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გადმოწეროს და გამოიყენოს ხელშეკრულებისთვის. ახალ ფონტში ფიგურები მეტად გახსნილია, გაიზარდა ასო-ნიშნების ზედა და ქვედა ტანი და შედეგად, სიტყვის ფორმები უფრო მეტად მორგებული გახდა მკითხველზე.

ვებგვერდის contractica.ge საშუალებით განახლებული კონტრაქტის ნახვა და ფონტის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანები იშვიათად თუ კითხულობენ კონტრაქტს, რისი მთავარი მიზეზიც რთული წინადადებები და ზოგადად ტექსტის კითხვადობის პრობლემაა (პატარა ზომის ფონტი, ასო-ნიშნების თვალისათვის რთულად აღსაქმელი მოხაზულობა და სხვ.). შედეგად, ხშირად არასწორი წარმოდგენები გვექმნება იმის შესახებ, თუ რა მომსახურებასა და პროდუქტს ვყიდულობთ. 

თიბისი დაზღვევა ორიენტირებულია დანერგოს და განავითაროს მომსახურების customer-centric მოდელი, რისთვისაც საწყის წერტილს, რა თქმა უნდა, არსებული მომხმარებელები, მათი საჭიროებები, სურვილები და რეკომენდაციები წარმოადგენს. სწორედ დაზღვეულთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიქმნა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე. კომპანია მიზნად ისახავს სამომავლოდ ყველა პროდუქტისათვის გაამარტივოს სადაზღვევო კონტრაქტი და შედეგად, დაზღვეულებისა და ბიზნესის ურთიერთობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.

[R] თიბისი დაზღვევის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]