weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

სტრასბურგის მოსამართლეობის კონკურსში 9 კანდიდატი მონაწილეობს

13:15 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა იმ პირთა სია გაასაჯაროვა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ.

ხატიაშვილის განცხადებით, კონკურსის მონაწილეები არიან: იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს დასრულდა. სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან ხვალ, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ. ზაზა ხატიაშვილი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

„მე ვარ ამ კომისიის წევრი და ვინაიდან სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პროტესტის ნიშნად არ ვიღებ მონაწილეობას ხვალინდელ შეხვედრაში. საქართველოს მთავრობა უკვე მერამდენედ ცდილობს ისეთი კანდიდატის გაყვანას, რომელიც თავს მოჭრის საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში“, -  განაცხადა ზაზა ხატიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარეს ზვიად კორძაძეს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა ხვალინდელ სხდომაში.

საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, რადგან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაიწუნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]