weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

პროკურატურის ცნობით, გორში დაკავებულმა მამაკაცმა არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა

18:27 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021 hits 512

პროკურატურამ გორში დაკავებულ მამაკაცს ბრალი არასრულწლოვნის რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ბრალდებული გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.

„გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყება გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]