weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით – გამყრელიძე ინდური შტამის დადასტურებაზე

10:09 პარასკევი, 28 მაისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ძირითადად კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ე.წ. ინდური შტამი ხუთ ადამიანს გუშინ დაუდასტურდა, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, სამი კი უცხო ქვეყნების.

ამირან გამყრელიძის თქმის, ხუთივე ინფიცირებულს შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მოზაურობის ისტორია აქვს. საქართველოში ისინი მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ, რის შემდეგაც, მალევე, კორონავირუსი დაუდასტურდათ და ამ დრომდე იზოლაციაში არიან.

„ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომლებიც უცხოელები არიან, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო დანარჩენი ორი იზოლირებულია სახლის პირობებში და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის გლობალური პროგნოზია, რომ, დიდი ალბათობით, მომავალ თვეებში, ბრიტანულ შტამს ინდური შტამი ჩაანაცვლებს.

„ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს წევრები. დღეს ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 52 ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის 25-მდე ქვეყანაში. ახლა მოგზაურობა გაადვილებულია, მგზავრობა და გადაადგილება უფრო ინტენსიურია, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდეთ, რომ სხვადასხვა შტამები შეიძლება გამოჩნდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, პირბადეს დიდი ხანი ჯერ ვერ მოვიხსნით. ის არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის – პირბადე, დისტანციის დაცვა, აცრები, ასევე, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება. 

ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით, იმიტომ, რომ ამ კოვიდ-პანდემიის პერიოდში, წელიწადნახევარში, კორონავირუსმა ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა, მათ შორის, იყო ძალიან მსუბუქი მუტაციები, არის ასევე მუტაციები, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა.

გასული წლის სექტემბერში, როდესაც ბრიტანულმა მუტაციამ მეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი ყურადღება მიიქცია, ითქვა და დადასტურებულია, რომ ის შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობაში. დაახლოებით ამ ტიპისაა ინდური შტამი.

ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ინდოეთში მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო იყო, იქ წამყვანი მაინც ბრიტანული შტამი იყო და არა ინდური, თუმცა ინდური შტამის ხვედრითი წილიც საკმაოდ დიდი იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებსს, რომლებიც ახლა ცირკულირებენ, მათ შორის „სინოფარმის“ ვაქცინაც არის.

 

ამ თემაზე:

ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით – გამყრელიძე ინდური შტამის დადასტურებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]