weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში სულ მცირე 45 ადამიანი მოიწამლა

10:06 სამშაბათი, 01 ივნისი 2021 hits 196

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული სულ მცირე 45 ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომპანიის წარმომადგენელმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევები გუშინ, დაახლოებით 16:30 საათისთვის გამოვლინდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

„შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, რისგან მოხდა ინტოქსიკაცია. მოწამლულთა ზუსტ რიცხვს ვერ ვასახელებთ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგს ადგილზე გაეწია დახმარება, ზოგი კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიის ინფორმაციით, მოწამლული ადამიანებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სამკერვალო ფაბრიკას შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ ფლობს. კომპანიას 400-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მათთვის მზა საკვების მიწოდებას კერძო კომპანია „ANKARA catering“ უზრუნველყოფს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს, რომ მათმა ინსპექტორბმა ლაბორატორიული კვლევისთვის საკვების ნიმუშები აიღეს როგორც სამკერვალო ფაბრიკაში, ისე „ანკარა ქეითერინგის“ ობიექტზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]