weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ბავშვია

10:54 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი ბავშვია. როგორც რეგინფოსკლინიკა არქიმედეს დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი პაციენტი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

დანარჩენი ექვსი დაშავებული ლაგოდეხის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოავარია ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე წუხელ მოხდა – ავტომობილი „ნივა“ საწვავმზიდს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1247 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). აქედან 103 ავტოავარია კახეთში იყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა 146 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]