weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თუ ლომჯარია დამარწმუნებს, რომ სცენარი დაწერილი არ აქვს, ვუშუამდგომლებ – მეუფე

10:28 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ თუ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მას დაარწმუნებს, რომ „წინასწარ არ აქვს დაწერილი ის დარღვევები, რომლებიც ჯერ არ უნახავს“, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლაში დაეხმარება.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში სტუმრობისას მეუფე ნიკოლოზმა სერიოზული შეცდომა უწოდა სახალხო დამცველის მიერ ინფორმაციის გავრცელებას, რომ პანსიონში მომხდარი სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე 2016-2021 წლებში ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„ქალბატონ ნინოს მინდა მივმართო, ძალიან ვწუხვარ, რომ მის მიმართ იყო, ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელი ფორმით გაჟღერდა შეურაცხყოფა. აღარ დავაკონკრეტებ. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მე მას პირადად ვიცნობ და კარგის მეტი ამ ადამიანზე არაფერი მეთქმის. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ხმამაღლა დაიწყო საუბარი ამ გამოუძიებელ საქმეებზე. არ შეიძლება ამის გაკეთება.

მიუხედავად ამისა, მე ასე ვფიქრობ, თუ ქალბატონი ნინო ჩამობრძანება (როგორც ერთხელ იყო ჩამოსული და ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა) და თუ ჩვენ გავისაუბრებთ და დავრწმუნდები იმაში... მგონია, რომ მასზე ზეწოლაა, რაც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, ვუშუამდგომლებ, ოღონდ თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ მას უკვე არ აქვს დაწერილი ის დარღვევები, რომლებიც ჯერ თვალით არ უნახავს; წინასწარ თუ არ აქვს ჩამოწერილი და შევა იმიტომ, რომ აღმოაჩინოს დარღვევები, გაიცნოს ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, ვუშუამდგომლებ.

სერიოზულ ბრალდებას ვაყენებ მის მიმართ – მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება მას ჰქონდეს დაწერილი სცენარი. თუ დავრწმუნდები, რომ არ აქვს... დღეს ასე ვთქვი, რომ თვალებში შემხედოს მეთქი... როგორ უნდა დავრწმუინდე გამომძიებელი ხომ არ ვარ?!

ან დაარწმუნოს სასამართლო და სასამართლომ უზრუნველყოს მისი შესვლა, ან მე დამარწმუნოს და მე გავუწევ რეკომენდაციას. აბა რა ვქნა?! მე სხვა ინსტრუმენტი არ გამაჩნია“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ. პანსიონის ადმინისტრაციას ეს მითითება მისცა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაავალა, რაც ხელისუფლებამ დღემდე არ შეასრულა.

 

ამ თემაზე:

ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ექვსი თვე ვერ შედიოდა

„კაცი ხარ თუ ქალი, ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო“ – მეუფის თავდასხმა სახალხო დამცველზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]