weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, დაჩოქილებს ხელს გვირტყამდნენ – ბავშვები პანსიონიდან

11:39 პარასკევი, 04 ივნისი 2021
tabula.ge-ის ფოტო tabula.ge-ის ფოტო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ძალადობის შესახებ იქ მყოფი არასრულწლოვნებიც საუბრობენ. მათი თქმით, მასწავლებლები რამდენიმე საათი მუხლებზე ან ცალ ფეხზე დგომას აიძულებენ და დასჯის მიზნით, დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.

სავარაუდო ძალადობასა და დასჯის ფორმებზე ბავშვებმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან ისაუბრეს. აღნიშნული ტელეკომპანია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც პანსიონის ხელმძღვანელი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულებაში უშვებს.

„მუხლებზე გვაჩოქებდნენ და ბუქნებს გვაკეთებინებდნენ. დროს გვინიშნავდნენ საჭმლიდან საჭმლამდე. მაგალითად, ჩემს ჯგუფში ასე იყო. ჩემ გარდა, ჩემთან ერთად გაზრდილი ბევრი ბავშვიც ამას იტყვის, რომ აი, დავუშვათ, სადილიდან ვახშმამდე მუხლებზე დაჩოქილი ან ფეხზე დამდგარი ვიყავით. ხელში დიდი სკამი მეჭირა ამხელა ბავშვს და ცალ ფეხი აწეული მქონდა ხოლმე. გულში ვწყევლიდი მასწავლებლებს, ისე მინდოდა, რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყვნენ;

მე მთელი საღამო დამაყენეს მუხლებზე. არ დამაძინეს. ანუ ცოტა ხომ ვცელქობთ ბავშვები და ჩემი ჯგუფელები, ყველა, დააყენეს საღამოს მუხლებზე და მასწავლებლებმა გვითხრეს, თუ საბანი გადაგვძვრებაო, დაგვაფარეთო. ორი მასწავლებელი იყო, რომელიც მსგავს რაღაცებს აკეთებდა. მთელ საღამოს არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, პოლზე ხომ ვიყავით მუხლებზე დაჩოქილები და პირდაპირ დაგვარტყამდნენ წელზე ხელს;

„ბევრჯერ, ტელევიზორთან რომ ვიჯექით ხოლმე, მასწავლებლები მუხლებზე შემოგვადებინებდნენ ფეხებს და მასაჟებს გვაკეთებინებდნენ, სანამ არ მობეზრდებოდათ“;

იქით კორპუსში ლოგინის თავზე დამარტყმევინეს თვალი;

„ახლა, ნინოობის წინა დღეს დავაფიქსირე, რომ მასწავლებელი წამოკოტრიალებულიყო იყო ლოგინში და ბავშვი მასაჟებს უკეთებდა

ბავშვები ამბობენ, რომ მასწავლებლების შიშით, მალავდნენ, რომ მათზე ძალადობდნენ.

„მაგალითად, თუ ზედამხედველს ეტყოდი შენი მასწავლებლის შესახებ, ის ხომ მისცემდა საყვედურს, მაგრამ რომ გავიდოდნენ, მერე უარესს აკეთებდნენ. ამიტომ არავის ვეუბნებოდით.

„შეშინებულები ვიყავით და ვერაფერს ვამბობდით მეუფესთან. რომ მოდიოდნენ, იმას გვისმევდნენ... ერთხელ მე თვალი მქონდა დალურჯებული და პუდრი წამისვეს კარგად, რომ არ გამოჩენილიყო;

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის კურთხევით დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ. მეუფე მიიჩნევს, რომ მათი „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონი ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძებლობა არ ეძლევათ. 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვე პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც ვერ შედიოდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ოფიციალური მონაცემებით, 53 აღსაზრდელია. უფლებადამცველები დღეს სასამართლოს მიმართავენ და პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მხოლოდ მონიტორინგტის განხორციელების მოთხოვნა აღარ არის საკმარისი.

 

ამ თემაზე:

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

„კაცი ხარ თუ ქალი, ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო“ – მეუფის თავდასხმა სახალხო დამცველზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]