weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

11:58 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 hits 154

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რასაც მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილი ემსხვერპლა, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ჩიხარეშში მერის წარმომადგენლის, ანა ჩანქსელიანის მეუღლეც არის.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

რობიზონ თუთარაშვილს სოფელ ჩიხარეშის სავარაუდოდ რამდენიმე მცხოვრებმა სასიკვდილოდ 5 ივნისის საღამოს სცემა და ადგილზე უგონო მდგომარეობაში მიატოვა. დაშავებული მამაკაცი ორ დღეში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, თავის არეში ის ისე იყო ნაცემი, რომ ამოცნობა გაუჭირდათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქმე გადაკვალიფიცირებული არ არის და გამოძიება კვლავ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რობიზონ თუთარაშვილი ზესტაფონის სოფელ სვირში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მიკროავტობუსის მძღოლს ფულს სისტემატურად სძალავდნენ და კონფლიქტიც ასეთ შემთხვევას მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]