weather cur horoscope tv
ივნისი 23, 2021

თბილისში Iplus-ის მაღაზია გაქურდეს და დაახლოებით 100 000 ლარის ტექნიკა წაიღეს

13:42 პარასკევი, 11 ივნისი 2021 hits 88

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებრე Iplus-ის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას, კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. მაღაზიის წარმომადგენლის, კახა სეფაშვილის განცხადებით, სათვალთავალო კამერების ჩანაწეებიდან ჩანს, რომ მაღაზიაში ორი ადამიანი შეიჭრა.

ზარალის სავარაუდო ოდენობა 100 000 ლარია.

„გადაადგილების შეზღუდვა მორჩა თუ არა, დაახლოებით 10 წუთში დაგვირეკა ჩვენმა დაცვის კომპანიამ და შეგვატყობინა, რომ ობიექტი იყო გაძარცვული. ზარალი ამ ეტაპზე კიდევ ზუსტდება, დაახლოებით 100 000 ლარზე არის საუბარი. ყველაზე დიდი განძი რაც იყო, Playstation 5-ებია, გამომდინარე იქედან, რომ მისი ფასი ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება.

იყო ორი თავდამსხმელი, ჩემი აზრით 16 წელზე ზევით იყვნენ. მომზადებულები იყვნენ, რადგან ზუსტად ერთ წუთში შუშა ჩაამტვრიეს, აძვრნენ ჟალუზზე, გადაძვრნენ, ჩაალაგეს ტელეფონები და და გამოვიდნენ“, – განაცხადა მაღაზიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისმობს. ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]