weather cur horoscope tv
სექტემბერი 25, 2021

არ ვაპირებთ ნამახვანჰესის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას – „ენკა“

14:13 შაბათი, 12 ივნისი 2021 hits 1206

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, შპს ენკა რინიუებლზირიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას არ ადასტურებს. კომპანიის განცხადებით, სამუშაოების შეჩერების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ ვაპირებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - ნამახვანჰესის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას“, – აცხადებს „ენკა რინიუებლზი“.

სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, დათო სიმონიამ გაავრცელა.

„ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება დაკავშირებულია პროცესებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩარევასთან. გაერთიანების წარმომადგენლები ნატახტარში ამ წუთებში ხვდებიან მოძრაობის ორგანიზატორებსა და მთავრობას“, – წერს დათო სიმონია.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პროექტის განხორციელების მომხრე და მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა მედიაციის პროცესი. მისივე თქმით, დიალოგისთვის მშვიდობიანი სივრცის შესაქმნელად, საჭიროა რეპრესიების დასრულება, ხეობიდან პოლიციის გაყვანა, ბარიკადების მოხსნა და კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამუშაოების შეწყვეტა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში ორი თვეა არ უშვებენ. პოლიციას გუმათში რკინის კედელი აქვს აღმართული და საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს. „ენკა რინიუებლზი“ ხეობაში პროტესტის თანხლებით და საპოლიციო ძალების მაქსიმალური მობილიზების შედეგად მუშაობს. კომპანიის განმარტებით, ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გადათხარეს მთები, მოჭრეს კლდეები, გაჩეხეს ტყეები, ააშენეს გვირაბი და მუშების უზარმაზარი საცხოვრებლები, არსებული ნებართვების ფარგლებში მიმდინარეობს. არადა, სასამართლომ კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და კანონით გათვალისწინებული მხოლოდ 5 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, რადგან დადასტურდა, რომ "ენკას" სამუშაოების განსახორციელებლად სავალდებულო დოკუმენტები გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი არ აქვს. 

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]