weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოავარიას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა, 4 ადამიანი დაშავდა

18:26 შაბათი, 12 ივნისი 2021

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დატვირთული მანქანა დაღმართზე დაგორდა, მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და სიმაღლიდან გადავარდა.

„ნიუს ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლინიკაში ხუთი ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს მრავალი ორგანოს დაზიანება აღენიშნებოდა და გული ჰქონდა გაჩერებული. ექიმის თქმით, ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.

„ოთხ ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა. მათგან ერთი ბავშვია, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის – საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ სატვირთო მანქანა სავარაუდოდ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]