weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ე.წ. ინდური შტამი ჩვენთანაც მატულობს, დღეისთვის 18 შემთხვევაა დადასტურებული – იმნაძე

18:06 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.

„დღეისთვის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან (ე.წ. ბრიტანული) ერთად, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ ინდური შტამიც. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს არიან ძირითადად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს, ჩატარებული 29 734 ტესტის შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა. 1092 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 586 შემთხვევა – თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონებიში ასეთი მაჩვენებლები იყო: იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61, შიდა ქართლი – 58, აჭარა – 56, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 11, გურია – 8.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]