weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა

11:41 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021

ჩატარებული 31 350 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 414, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 82

ქვემო ქართლი – 50

შიდა ქართლი – 40

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 39

აჭარა – 38

კახეთი – 37

მცხეთა-მთიანეთი – 16

სამცხე-ჯავახეთი – 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10

გურია – 2

16 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 2.49%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში –2.40%.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9060 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5532 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2926 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 647 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 181 პაციენტი იმყოფება;
  • 602 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 356 920 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 342 720 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5114 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]