weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს 9 კანდიდატი წარედგინა

13:29 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021
ფოტოზე - მოსამართლე ლევან თევზაძე ფოტოზე - მოსამართლე ლევან თევზაძე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართელე გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი შეარჩია.

დღეს, პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მთელი პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტია. ამის მაგალითად მან პარლამენტისთვის ლევან თევზაძის წარდგენა დაასახელა. თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა.

„მართალია ირაკლი შენგელია არ მონაწილეობდა პროცესში, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში, მათ შორის, ზაზა ხარებავა, რომელმაც თქვა, რომ მასთან ნათელმირონობა აკაშირებს და ასევე, თამარ ღვამიჩავა, რომელიც შენგელიას ნათესავია. კლანურ მოდელზე და მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველა ეს ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა გზებით და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ამა თუ იმ თანამდებობაზე მათ დანიშვნასა თუ წარდგენასთან დაკავშირებით, მიიღება ამ ფორმით“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი ამბობს, რომ პროცესი ღიად და დარღვევების გარეშე ჩატარდა. მისი თქმით, ირაკლი შენგელია, რომლის მიმართაც შეიძლება კითხვები ყოფილიყო, მათ შორის ლევან თევზაძესთან ნათესაურ კავშირზე, მოსამართლეთა შერჩევის არცერთ ეტაპზე არ მონაწლეობდა.

„ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვისი ნათლიაა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ ვალდებულება, თუკი ინტერესთა კონფლიქტი იქნება, ამის შესახებ განაცხადონ“, – აღნიშნა მარსაგიშვილმა და დაამატა, რომ სასამართლო სისტემაში კლანის არსებობის შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]