weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ქობულეთში პროტესტის ნიშნად რკინიგზა გადაკეტეს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

18:08 შაბათი, 19 ივნისი 2021 hits 261

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად ლიანდაგზე დასხდნენ და ბათუმი-თბილისის მატარებელს გზა გადაუკეტეს. მატარებელმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო გავლა, რაც რკინიგზა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.

ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადვოკატ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, რომელიც აქციას აშუქებდა.

ბობოყვათის მცხოვრებლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ზღვისპირა ზოლში მდებარე დაახლოებით 28 ჰექტარი მიწა, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა.

„ხელისუფლება გავაფრთხილეთ და ვუთხარით - წარმოგვიდგინეთ მტკიცებულება იმისა, რომ ეს მიწები ბოლშევიკების მოსვლამდე ხელისუფლებას ეკუთვნოდა, რადგან ბოლშევიკებმა წაგვართვეს. ყველგან, სადაც კომუნისტების შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა, ხალხს მიწები დაუბრუნეს. ჩვენ არ გვიბრუნებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ მიწები ჩვენი არ არის, მტკიცებულებას კი არ გვაძლევენ. მათ შევპირდი, რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და პროტესტს არ შევაჩერებთ, ძალიან ბევრ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება მათ მოთხოვნას ცინიზმით პასუხობს – ეკონომიკის სამინისტრო საჯარო რეესტრში გზავნის, საჯარო რეესტრი კი სამინისტროში ამისამართებს. ბობოყვათის მცხოვრებლები ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ მიქელაძესთან შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ მას, რომ ბობოყვათელების ინტერესები დაიცვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]