weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია – ეთიკის ქარტია

18:50 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია იმედის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის მხრიდან ქარტიის მეშვიდე დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაადგინა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ქარტიას გურამ კახაძემ მიმართა, რომელიც განმარტავდა, რომ გადაცემა „იმედის ფაქტორის“ სტუმარმა, თეა დარჩიამ პირდაპირ ეთერში ისლამოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, რაზეც ჟურნალისტს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

საქმე ეხება 15 ივნისს „იმედის“ ეთერში გასულ გადაცემას, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობას ეხებოდა. მოცეკვავე თეა დარჩიამ ფერიის ბავშვთა პანსიონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვებზე იქ არავინ ძალადობს, პანსიონის მიმართ კი „ასეთი ამბავი“ პერიოდულად მეორდება. ჟურნალისტისა და გადაცემის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის შეკითხვაზე, რატომ ხდება ასე, თეა დარჩიამ თქვა:

მე მინდა გკითხოთ რატომ. აი, მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ, რომ დავიღალე. მე არც ადვოკატი ვარ და არც არავის სჭირდება ჩემი დაცვა“.

ამის შემდეგ წამყვანმა რესპონდენტს მადლობა გადაუხადა „განცდების გულწრფელად გაზიარებისთვის“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“, – განმარტავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]