weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება, ერთი შეზღუდვა ძალაში რჩება

11:27 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021 hits 1398

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან გაუქმდება. დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, რადგან პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან, მათშორის სასტუმროების რესტორნებსაც.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ქვეყანაში 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალული იყო. შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური საშვის მქონე პირებზე. მიმდინარე წლის 17 მაისიდან მთავრობამ „კომენდანტის საათის“ ხანგრძლივობა შეამცირა და აკრძალვა 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებდა. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქალაქეებს მთავრობის ცეხლ ხაზზე, 144-ზე უნდა დაერეკათ დროებითი საშვის მისაღებად. ხშირი იყო შემთხვევები, როცა 144-ის ოპერატორები აუცილებელი საჭიროებისას საშვს არ გასცემდნენ და მოქალაქეებს ღამის გათენება გზად ან ქუჩაში, მანქანებში უწევდათ.

რეგულაციის წესების დარღვევის გამო პოლიცია მოქალაქეებს 2000 ლარით აჯარიმებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]