weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს

10:45 პარასკევი, 25 ივნისი 2021

გორში, სტალინის გამზირზე, მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და სცემა. შემთხევვა გუშინ საღამოს მოხდა. კლინიკა გორმედის ქირურგის, მანუჩარ სხირელის ინფორმაციით, დაშავებულ სამართალდამცველს ცხვირთან სავარაუდოდ ბლაგვი საგნის დარტყმით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ის სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული მამაკაცი – 2000 წელს დაბადებული ს.ყ. პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს.

საქმეზე გამოძიება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]