weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

8 წლის გოგონას რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის მამა-შვილს ბრალი წარუდგინეს

17:32 პარასკევი, 25 ივნისი 2021

პროკურატურამ სამეგრელოში მეზობლად მცხოვრები 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ბ.გ-ს და ზ.გ.-ს ბრალი წარუდგინა და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანს გაუპატიურება, ხოლო ზ.გ.-ს ასევე ბრალად ედება ბავშვის უმწეობის გამოყენებით და ძალადობით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ და ზ.გ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. 

„ბ.გ და ზ.გ დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, დანაშაულის შესახებ პოლიციაში შეტყობინება 23 ივნისს შევიდა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო და მამა-შვილი იმავე დღეს დააკავეს.

„მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა“, – განმარტავენ პროკურატურაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]