weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„დელტას“ ინფორმაციით, კახეთში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

12:55 კვირა, 27 აგვისტო 2017

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ კახეთში სეტყვასაშიში სეზონი განახლდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 26 აგვისტოს საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში 2800 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა.

„რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 26 აგვისტოს საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 %ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო. 00:30 საათიდან დღის 11:30 საათამდე ღრუბლის მასები 95 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, – განაცხადეს „დელტაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]