weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატრიარქომ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ ხელისუფლებას და ევროპარლამენტარებს მიმართა

23:15 სამშაბათი, 29 ივნისი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო „პრაიდის“ კვირეულთან და „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ დაგეგმილი „ღირსების მარში“ პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“.

„მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“, – აცხადებს საპატრიარქო. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ევროპარლამენტში ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე დეპუტატებს, ასევე, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავს და სთხოვს, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისგან.  

„აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში „პრაიდის“ კვირეული პირველ ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში, 2019 წელს პირველად გამართული „პრაიდის“ კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალური პრემიერის გამართვა, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალის“, 5 ივლისს კი „ღირსების მარშის“ ჩატარება. ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.

 

ამ თემაზე:

ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში – სახალხო დამცველი ღირსების მარშზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]