weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა

15:40 კვირა, 27 აგვისტო 2017

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 28 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. გამოცდებში 39 000 ათასი აბიტურიენტი მონაწილებდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 100 %-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი - 1457-მა, 50%-იანი კი 4081 სტუდენტმა. მიმინოშვილის თქმით, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051 სტუდენტი ჩაირიცხა. ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან და სრულად დაფინანსდებიან.

გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

„ქართული ენის მომზადების პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. ეს ჩვენი ეროვნული უმცირესობები არიან, რომლებიც ე.წ. 1+4 პროგრამაზე იღებდნენ მონაწილეობას. ძირითადად, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები არიან. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თუ 2013 წელს სტუდენტების რაოდენობა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე 887 იყო, წელს უკვე 1047 სტუდენტია“, - აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდებზე დაწესებული ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა.

აბიტურიენტების ჩარიცხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]